02 მარ 2026
იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტაძრის კალთებზე სპილენძის გადახურვისა და სარტყლის მოწყობა; ტაძრის ინტერიერში გვიანდელი შელესილობისა და შეღებილი ნაწილების მოხსნა; ბზარების დაკერვა, დაჩანგვლა და ინექცირება.
აკადემიის შენობაში კი, მოიხსნა მცენარეული საფარი და მორყეული ქვები. ასევე გადაეწყო გალავნის კედელი.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის მინისტრი გაეცნო.