გერმანული კომპანია საქართველოს გავლით ჩინური პროდუქციის გატარებას ზრდის

02 მარ 2026

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ი ჩინეთსა და საქართველოს შორის გადაზიდვების სერვისებს აფართოებს. ამიერიდან, თბილისის მიმართულებით ნაკრები ტვირთების გადაზიდვა რეგულარულად, კვირაში ერთხელ განხორციელდება.

აღნიშნული სერვისი საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების ოპტიმალური ალტერნატივაა. იგი უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ ტრანსპორტირებას ჩინეთის მთელი ტერიტორიიდან, ცენტრალური აზიის გავლით თბილისამდე. 

კომპანიის ცნობით, ახალი მიმართულება იდეალური გადაწყვეტაა სამხრეთ კავკასიაში მოქმედი იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ჩინეთიდან რეგულარულად ახორციელებენ ისეთი პროდუქციის იმპორტს, როგორიცაა ელექტროტექნიკა, სამომხმარებლო საქონელი და მანქანა-დანადგარების ან ავტომობილების სათადარიგო ნაწილები.