საუდის არაბეთში უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

02 მარ 2026

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობგიგანტმა არამკომ თავისი რას ტანურას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დახურა მას შემდეგ, რაც მასზე დრონით თავდასხმა მოხდა.

სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე კომპლექსში განთავსებულია ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. რას ტანურა სიფრთხილის ზომების გამო დაიხურა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ობიექტზე ორი დრონის გადაჭერა მოხდა, ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია - განუცხადა საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ტელეარხ ალ-არაბიას და აღნიშნა, რომ დაშავებულები არ არიან.