02 მარ 2026
ისრაელის არმიის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ჟურნალისტის კითხვაზე განიხილავს თუ არა ისრაელი ლიბანში სახმელეთო შეჭრას, განაცხადა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება.
ისრაელმა განაცხადა, რომ თავს ესხმის ლიბანის შიიტ მუსლიმ ჰეზბოლას მებრძოლებთან დაკავშირებულ ობიექტებს, რომლებიც თეირანის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში, მას შემდეგ, რაც ჰეზბოლამ განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ. ჰესბოლას ამ განცხადების შემდეგ ლიბანის სასაზღვრო ზოლში ისრაელის ტანკები შენიშნეს.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად სამხრეთ ბეირუთის გარეუბნებსა და სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა.