ირანში 550-ზე მეტი  ადამიანია დაღუპული - წითელი ნახევარმთვარე

02 მარ 2026

თეირანში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად  საცხოვრებელი კორპუსები  და საავადმყოფოა დაზიანებული. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე  ისრაელის მეორე არხის გადამცემი კოშკი იყო.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, რომლებსაც დაზიანებული საავადმყოფოდან პაციენტები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ.

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების მონაცემებით,  აშშ-სა და ისრაელის მიერ 130-ზე მეტ ქალაქში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 555 ადამიანი დაიღუპა.