02 მარ 2026
აკადემიკოსს ნინო ჯავახიშვილისა და დავით ხახუტაიშვილის სახელობის სტიპენდიის მისაღებად ქობულეთის მერიამ განცხადებების მიღება დაიწყო. სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა კომისიას უნდა 3 აპრილამდე უნდა მიმართოს და შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს.
სტუდენტები, რომელთაც საშუალო არითმეტიკული ქულა 91 აქვთ, 500 ლარიან სტიპენდიას სემესტრში ერთხელ მიიღებენ. ხოლო სოციალურად დაუცველის, ობლის და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია სემესტრში 1000 ლარია.
სტუდენტური მხარდამჭერი პროგრამა 2017 წლიდან მოქმედებს, წელს პროგრამის ბიუჯეტი 180-ათას ლარს შეადგენს.