02 მარ 2026
ბათუმში ქვაფენილების ასფალტით ჩანაცვლება გრძელდება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაოები ხორციელდება ვაჟა-ფშაველასა და 26 მაისის ქუჩებზე — მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში.
უწყების ცნობითვე, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია ლუკა ასათიანის და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთებში.
სამმართველოში განმარტავენ, რომ პროექტი ეტაპობრივად, ჯამში 16 ქუჩაზე განხორციელდება.