4 ოქტომბრის საქმე - სასამართლო პროცესი

02 მარ 2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე 14 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე  ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოკვლევა მიმდინარეობს. 

იკითხებიან ექსპერტები და საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი.

დაკავებულებს ბრალი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის აქვთ წარდგენილი და პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასაც ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.