ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი

02 მარ 2026

ბაჩო ახალაიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. 

ყოფილ თავდაცვის მინისტრს 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა ედება ბრალად, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.