02 მარ 2026
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში ვიზიტს იწყებს. დეპუტატები „სუვერენული ერების ალიანსის“ პირველ სამიტს დაესწრებიან.
მსჯელობის მთავარი თემა თანამშრომლობა და ურთიერთობების გაღრმავებაა.
ქართულ მხარეს შეხვედრები ექნება როგორც კონგრესში, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.