02 მარ 2026
იურიდიულ კომიტეტზე, პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ინიციატორების განცხადებით, სიახლე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და მათ თანმხლებ თარჯიმნებს შეეხება.
ცვლილებებით, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიღებს.
იცვლება თარჯიმნების რეგისტრაციის წესიც. ცვლილებების ავტორები აქცენტს სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე აკეთებენ.