02 მარ 2026
9-10 მაისს ბათუმის სპორტის სასახლე კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრება როგორც უფროს ასაკში, ასევე ახალგაზრდებში გაიმართება.
საქართველოს ორივე ნაკრები, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონებითა და პრიზიორებითაა დაკომპლექტებული, კონტინენტის პირველობისთვის ინტენსიურად ემზადება.
საწვრთნელი შეკრება და სემინარი ამჯერად ბათუმში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა, რუმინელმა მარიუს ილასმა გამართა.