წითელ ნუსხაში შესული ხეების უკანონო გაჩეხვის ფაქტი

02 მარ 2026

საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევმა 4 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. 

გარემოზე მიყენებული ზიანი 4000 ლარს შეადგენს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.