02 მარ 2026
პარლამენტი დღეიდან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე მუშაობას იწყებს. ინიციატორების განცხადებით, სიახლე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და მათ თანმხლებ თარჯიმნებს შეეხება და მასზე პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.
ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიღებს. იცვლება თარჯიმნების რეგისტრაციის წესიც.
ცვლილებების ავტორები აქცენტს სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე აკეთებენ.