ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან რეისები გაუქმდა

02 მარ 2026

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით რეისები გაუქმდა.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით,  გაუქმებულია ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით 3, თბილისი თელ ავივის მიმართულებით 7 რეისი. 

ასევე გაუქმებულია ფრენები აბუ დაბის, შარჟასა და დუბაის მიმართულებით.

ამ ეტაპზე  სხვა მიმართულებებზე შეზღუდვები არ არის.