ქართველი ტურისტები ფრენების აღდგენის მოლოდინში

01 მარ 2026

დუბაიში იმყოფებიან ქართველი ტურისტები, რომლებიც აეროპორტების გახსნამდე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.  ისინი ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა, მოქალაქეებს გადანაცვლება შესაბამის თავშესაფრებში უწევდათ. 

საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან დოჰაშიც, მათი ცნობით, ამ ეტაპზე, როგორც მათ, ასევე მოსახლეობას შეზღუდული აქვთ საცხოვრებელი სახლის დატოვება. ისინი ფრენების აღდგენის მოლოდინში არიან.