01 მარ 2026
ალი ხამენეის მოკვლის შემდეგ ირანის მმართველმა ჯგუფმა, ახალ დროებით ლიდერად ალირეზა არაფი აირჩია. სწორედ ის უხელმძღვანელებს საბჭოს, რომელმაცშემდგომ ახალი უმაღლესი ლიდერი უნდა აირჩიოს.
ირანმა დღეს რამდენიმე მიმართულებით განაახლა რაკეტების გაშვება, ისრაელი, ემირატები, საუდის არაბეთი, იორდანია - საცხოვრებელი და სამხედრო ობიექტები მათი სამიზნეა, ისრაელი საპასუხო დარტყმებს აანონსებს.
ამერიკაც ასევე აპირებს ირანის სამხედრო ობიექტების დაბომბვას და მათი სამხედრო პოტენციალის სრულად განადგურებას.
ამერიკაში ადასტურებენ, რომ ოპერაციას სამი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.