ირანის საპასუხო იერიში ისრაელზე

01 მარ 2026

ისრაელის ქალაქ ბეით შემეშში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ცნობით, რაკეტა საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა, რამაც საზოგადოებრივი თავშესაფარი და მიმდებარე სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა.

ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად თელ ავივში 40-მდე შენობა დაზიანდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის კუთხით.

გენშტაბის უფროსის თქმით, ოპერაციის მიზანი ირანის ტერორისტული რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობების განადგურებაა.