ისრაელის ავიაციამ კვლავ დაბომბა ირანის დედაქალაქი

01 მარ 2026

ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ,  ალირეზა არაფი ირანის ხელმძღვანელობის საბჭოს წევრად დაინიშნა.სწორედ ამ ორგანოს დაევალა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის როლის შესრულება იქამდე, ვიდრე ექსპერტთა ასამბლეა ახალ ლიდერს აირჩევს.

პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიება „ლეგიტიმური მოვალეობა და უფლებაა“.

პარალელურად მთელი ღამის განმავლობაში  ირანი პერიოდულად ახორციელებდა დარტყმებს ისრაელის,საუდის არაბეთის, ქუვეითის, კატარის და დუბაის მიმართულებით. დუბაისა და აბუ-დაბის აეროპორტებზე ირანის თავდასხმებს 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 11. აბუ-დაბის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ გაანადგურეს დრონი, რომლის სამიზნეც ზაიედის საერთაშორისო აეროპორტი იყო.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიონისტური რეჟიმის და შეერთებული შტატების აგრესია ირანის მიმართ, ტერორისტული აქტი იყო. 

დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ირანის ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც მიზნის მისაღწევად იქნება საჭირო.