01 მარ 2026
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თამაშები ფრენბურთში გრძელდება. დღეს 1 მარტს ერთმანეთს, როგორც ქალთა ისე მამაკაცთა გუნდები დაუპირისპირდნენ.
ქალთა გუნდების ბათუმისა და ბოლნისის დაპირისპირება, ბათუმის ქალთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერია ბათუმის მამაკაცთა გუნდიც.
ჩემპიონატში სულ 18 გუნდი მონაწილეობს. მათ შორისაა 8 ქალთა და 10 კაცთა გუნდი.