01 მარ 2026
ქალ მხატვართა გამოფენა გაიხსნა ბათუმში. “ქალი გაზაფხულის ექსპრესია“ _ ასე ჰქვია პროექტს, რომელიც 9 მხატვრის 60-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს.
ესქპოზიციას ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრების სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები, რომელთა თემატიკაც გაზაფხულს უკავშირდება.
დაგეგმილია ახალგაზრდა მხატვრებისთვის მასტერკლასების ჩატარებაც. დამთვალიერებლებს ნამუშევრების ნახვა 9 მარტის ჩათვლით შეუძლიათ.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება.
ორგანიზატორების განცხადებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის საექსპოზიციო სივრცეშიც გამოიფინება.