საქართველოდან 20-მდე რეისი გაუქმდა

01 მარ 2026

ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და საპასუხო ნაბიჯების გამო თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ფრენების ნაწილი გაუქმდა.

ჯამში 20-ზე მეტი რეისი. თბილისის აეროპორტიდან დღეს აღარ შესულდება ფრენები - თელ-ავივის; შარჟას; დუბაის; აბუ-დაბის; დოჰას და კუვეითის მიმართულებებით. ირანის დედაქალაქის, თეირანის მიმართულებით ფრენა ხვალ, 2 მარტს არის დაგეგმილი.

თბილისის აეროპორტში ჯერ ვერ საუბრობენ ხვალინდელი ფრენების შესახებ, როგორც აქ ამბობსნ, „ნაწილი ჯერ კიდევ აქტიურიადა შეიძლება სიტუაციის მიხედვით გაუქმდეს“.

რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს - აქედან ოთხი რეისი სრულდებოდა ისრაელის მიმართულებით და ყველა გაუქმდა. 7 მარტამდე ისრაელის, დუბაის, აბუ დაბისა და ამანის მიმართულებით ყველა რეისი შეაჩერა Wizz Air-მაც.