01 მარ 2026
ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ნიუ იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
აშშ და ისრაელი იცავდნენ გადაწყვეტილებას ირანზე თავდასხმის თაობაზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა საბჭოს წევრებთან გამოსვლაში სინანული გამოთქვა, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს.
ასევე მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ელჩებმა როგორც ირანის, ასევე ისრაელისა და ამერიკის მიერ განხორციელებული თავდასხმები დაგმეს.