01 მარ 2026
პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩში ასობით მომიტინგე აშშ-ის საკონსულოს დაესხა თავს, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა.
შტურმი ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე მას შემდეგ მიიტანეს, რაც აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია დადასტურდა.
სამართალდამცავებმა ირანის მომხრე მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ოფიციალური პირების განცხადებით, ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.