01 მარ 2026
ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად თელ ავივში 40-მდე შენობა დაზიანდა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, რომელიც ქალაქის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით ვრცელდება 200-ზე მეტი პირი ევაკუირებულია.
ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის კუთხით.
გენშტაბის უფროსის თქმით, ოპერაციის მიზანი ირანის ტერორისტული რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობების განადგურებაა.