01 მარ 2026
ისრაელმა დარტყმების ახალი ტალღა უკვე დაიწყო. დაღუპულთა რიცხვი ქალაქ მინაბში მდებარე სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 148-მდე გაიზარდა.
გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაცია, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების შესახებ, რომელიც ირანულმა მხარემაც დაადასტურა. სულიერი ლიდერის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის დადასტურებიდან მალევე, ირანიდან გაისმა მუქარის განცხადებები.
პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიება „ლეგიტიმური მოვალეობა და უფლებაა“.
პარალელურად მთელი ღამის განმავლობაში ირანი პერიოდულად ახორციელებდა დარტყმებს ისრაელის,საუდის არაბეთის, ქუვეითის, კატარის და დუბაის მიმართულებით. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიონისტური რეჟიმის და შეერთებული შტატების აგრესია ირანის მიმართ, ტერორისტული აქტი იყო.
დოლანდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ირანის ძლიერი და ზუსტი დაბომბვა გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში ან იმდენ ხანს, რამდენიც მიზნის მისაღწევად იქნება საჭირო.