01 მარ 2026
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართა პიეტრო მასკანის უკვდავი, ერთმოქმედებიანი, ვერისტული ოპერა -”სოფლის ღირსება”.
იგი რეალისტური, ძლიერი ემოციისა და ადამიანური ვნებების მუსიკალური დრამაა. მთავარი პარტიები ლელა სიხარულიძემ, გიორგი სტურუამ, ოთარ ნაკაშიძემ, ეთერ ხალვაშმა და ლელა ვაშაყმაძემ შეასრულეს.
საოპერო წარმოდგენაში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, ასევე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ.
პიეტრო მასკანის შედევრი უკვე წლებია მსოფლიო საოპერო რეპერტუარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.