01 მარ 2026
ბათუმის სახელოვნებო სკოლების ფოლკლორული ანსამბლების და ორჰანგაზის ანსამბლის ერთობლივი კონცერტი მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ არსიანში გაიმართა.
კონცერტამდე, ორჰანგაზიდან ჩამოსული ბავშვები აჭარაში ქართული ცეკვის მასტერკლასებში მონაწილეობდნენ.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.
რომლის მიზანი თურქეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების ეროვნული იდენტობის გაძლიერება, სამშობლოსთან კავშირის გამყარება, ქართული კულტურისა და ქორეოგრაფიული ტრადიციების სიღრმისეული გაცნობა და პრაქტიკული უნარების განვითარებაა.