უცხოელთა დასაქმების ახალი წესები ძალაში შევიდა

01 მარ 2026

დღეიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდება. ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.

აღნიშნულ საკითხზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მოადგილეებთან და პარლამენტის წევრებთან ერთად იმსჯელა.

მხარეებმა, ცვლილების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მისი ეფექტურად აღსრულების გზები განიხილეს.