01 მარ 2026
კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
კურსის ფარგლებში უმცროსმა ოფიცრებმა შეისწავლეს: ავიაციის საფუძვლები, საჰაერო და თავდაცვის სისტემების საფუძვლები, საავიაციო ოპერაციები, საჰაერო თავდაცვის ოპერაციები და საბრძოლო მომზადების ორგანიზება.
სწავლის პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. კურსანტებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკული მეცადინეობა განეხორციელებინათ უშუალოდ საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ტექნიკის გამოყენებით.
კურსის ხანგრძლივობა 20 კვირა იყო. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.