„ნეიტრალური საქართველოს“ პირველი ოფისი

28 თებ 2026

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონულ წარმომადგენლობებს ხსნის, პირველი ოფისი გორში გაიხსნა. პარტია 2028 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

სწორედ ამ მიზნით იწყებს ყველა რეგიონულ ცენტრში წარმომადგენლობების დაფუძნებას.

შეხვედრის ფარგლებში, პარტიის წევრებმა მოქალაქეებს სამომავლო გეგმები გააცნეს და ორგანიზაციის მთავარ მიზნებზე ისაუბრეს.