რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

28 თებ 2026

სერგეი ლავროვი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ლავროვმა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარში „აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული არაპროვოცირებული თავდასხმა დაგმო“.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ვითარების პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოგვარების აუცილებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.