28 თებ 2026
ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ ქართული ოპოზიციისთვის გაგზავნილი წერილი ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.
მედიაში გავრცელებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ხელისუფლების მიერ პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ გამორიცხავს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი 25 თებერვლით თარიღდება, მანამდე კი ევროკომისიის პრეზიდენტს წერილი ოპოზიციის ლიდერებმა 2025 წლის 22 სექტემბერს საპატიმროდან გაუგზავნეს.
ევროკომისიის პრეზიდენტი წერს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში შემდგომი ზომების საკითხს განიხილავენ.