საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანია დაამარცხა

28 თებ 2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიას ესტუმრა და 89:71 გაიმარჯვა. 

გუნდში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, კაპიტანმა 29 წუთში 24 ქულა ჩააგდო.  აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 23 წლის ალექსანდრე მერკვილაძეს, მან  მატჩი 12 ქულით დაასრულა და 4 -დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

ასევე, შეხვედრა შედეგიანი გამოდგა  ახალი ნატურალიზებული კალათბურთელის მარკის რიდისთვის

ცნობისთვის, ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი გუნდი გადის. საწყის ორ მატჩში განცდილი ორი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად, პირველ რიგში, დანიის გადასწრება სჭირდება.

ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს, ისევ დანიასთან, 2 მარტს თბილისში გამართავს. შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში 21:00 საათზე დაიწყება.