პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

28 თებ 2026

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას ახსენებს, რომ 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება და ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრდება.

დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, უარი თქვან ბრაკონიერობაზე და მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები - ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.   

ნადირობის სეზონის განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა 900-მდე სამართალდარღვევა გამოავლინეს.