დაკავება ჯგუფური ქურდობის ბრალდებით

28 თებ 2026

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა - სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში უკანონოდ შეაღწიეს და დიდი ოდენობით თანხას – 80 000 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

ნივთმტკიცებად ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი თანხით შეძენილი ავტომობილი, მობილური ტელეფონები და ფული.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.