ბოლივიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 15 ადამიანი

28 თებ 2026

ბოლივიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაღუპულია 15 ადამიანი. 

ბოლივიის საჰაერო ძალების ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ელ-ალტოში აეროპორტთან ახლოს გზატკეცილზე ჩამოვარდა და ავტომობილებს შეეჯახა.

ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი დაფრენისას აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა.თვითმფრინავს ბოლივიის ცენტრალური ბანკიდან ახალი ბანკნოტები გადაჰქონდა.

შემთხვევის შედეგად ფული გზატკეცილზე მიმოიფანტა, მოსახლეობა კი ფულის აკრეფის მიზნით შემთხვევის ადგილზე გავიდა, მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პოლიციის ცნობით,  დაკავებულია 12 ადამიანი, რომლებიც ბანკნოტების მოპარვას ცდილობდნენ.