აშშ-მა ირანი უკანონო დაკავების სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

28 თებ 2026

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ირანი უკანონო დაკავების სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

მარკო რუბიო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ არცერთი ამერიკელი არ უნდა გაემგზავროს ირანში რამე მიზეზით, ასევე მოუწოდეს ამერიკელებს დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი.

„ათწლეულების განმავლობაში ირანი უდანაშაულო ამერიკელების, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეების დაკავებას აგრძელებს, რათა ისინი სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენოს.

ეს საზარელი პრაქტიკა უნდა დასრულდეს “, - ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში.