ტექნიკური სამუშაოების გამო BatAuto აპლიკაცია დროებით მიუწვდომელია - ბათუმის ავტოტრანსპორტი

28 თებ 2026

ტექნიკური სამუშაოების გამო BatAuto აპლიკაცია დროებით მიუწვდომელია, - ამის შეახებ, ინფორმაციას ბათუმის ავტოტრანსპორტი ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.
 
"გაცნობებთ, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო BatAuto აპლიკაცია დროებით მიუწვდომელია.
 
ხარვეზის აღმოსაფხვრელად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა მოკლე დროში აღდგეს აპლიკაციის ფუნქციონირება.
 
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.