27 თებ 2026
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართა, ღონისძიებაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სასწავლებლის, ასევე რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლისა და მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შესრულდა სხვადასხვა ცნობილი საფორტეპიანო ნაწარმოებები.
აღსანიშნავია ,რომ მაყურებლის წინაში წარდგნენ ის ნორჩი პიანისტებიც, რომლებიც 12 მარტს პარიზის მარსელ დასოს სასახლეში დაგეგმილ საერთაშორისო ფონდის სოს ტალანტის გალა კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას.
მათ პროგრამაში მიშელსონისა და შოპენის ნაწარმოებები ექნებათ ,რომლებიც დღევანდელ კონცერტზეც შეასრულეს.
ანდრია კაპანაძე, გიორგი აბაშიძე და ნუცა ხოზრევანიძე საერთაშორისო კონცერტზე გასასვლელად კონკურსის შედეგად შეირჩნენ, რომლის ინიციატორიც აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე იყო.
ასევე აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა დღევანდელი საფორტეპიანო კონცერტიც.