27 თებ 2026
კოლეჯი „ბლექსი“-ს 10 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის 2025 წლის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.
კერძოდ საზეიმო ღონისძიებაზე დიპლომები გადაეცათ სარესტორნო მომსახურების, კულინარიის ხელოვნების, სამკერვალო წარმოების ,ელექტროობის, შედუღების, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამების კურსდამთავრებულებს.
ღონისძიება დასაქმების პლატფორმასაც მოიცავდა, სადაც კოლეჯის ყოფილ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებებს, ასევე გაეცნენ 20-მდე კომპანიის 50 ვაკანსიას.
დღესვე თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, კოლეჯმა რამდენიმე კომპანიასთან მემორანდუმი გააფრომა.
გაიმართა პალენური დისკუსია, სადაც კურსდამთავრებულებმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.