27 თებ 2026
1 მარტიდან საქართველოში უცხოელების დასაქმებას კანონი დაარეგულირებს, ცალკეულ სექტორში უცხოელთა დასაქმება საერთოდ აიკრძალა, იმ სექტორებში კი, რომლებშიც დაშვებული იქნება, დამსაქმებელს მოუწევს დაასაბუთოს უცხოელის დასაქმების საჭიროება.
ამის გარდა საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის მოპოვებაც, რომელსაც ერთ წლიანი ვადა ექნება.
უცხოელებს საქართველოში ანაზღაურებადი საქმიანობისთვის, ახალ, სავალდებულო მოთხოვნები დღეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილა.