27 თებ 2026
,,თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითი“-ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ტელეკომპანიის ,,იმედისა“ და ,,პოსტ ტვ-ის“ დასანქცირება.
როგორც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი.