ქობულეთის საკრებულოს სხდომა

27 თებ 2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა გაიმართა.  საკრებულოს გადაწყვეტილებით  ქობულეთის საკრებულოს არათანამდებობის პირის ანაზღაურება 160 ლარით გაიზარდა და დებულების მიხედვით, არ აღემატება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 15%-ს.

სხდომაზე ასევე, ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა  და განაშენიანების გეგმის შესახებ იმსჯელეს, რომლის თანახმადაც დადგენილებაში ცვლილება შევიდა და სამრეწველო ზონას, სამეწარმეო ზონის სტატუსი მიანიჭა.

კონკრეტულად საუბარია ფიჭვნარის ტერიტორიაზე. საკრებულოს სხდომაზე მერიას დაქვემდებარებულმა  აიპებმა და შეპესეებმა 2025 წლის გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინეს.