27 თებ 2026
ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება, – ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისთვის 25 თებერვალს გაგზავნილ წერილში, რომელიც არსებული ინფორმაციით ქართველ;ი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გაგზავნილი წერილის პასუხია.
რეალურად დგას თუ არა საფრთხის წინაშე ვიზალიბერალიზაციის საკითხი - შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თავისუფლებასა და ვიზას შორის არჩევანის დროს, ქართველი ხალხი ყოველთვის თავისუფლებას ამჯობინებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოფიციალური ბრიუსელი შანტაჟის ენით საუბრობს, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია.