27 თებ 2026
სოფლის მეურნეობის მდგრადობის გაძლირებისა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით შავი ზღვის აუზის ქვეყნებში საერთაშორისო პროექტი - “აგრიკოპი“ დაიწყო.
პროექტი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამშრომლობა მავნებლების ინვაზიურ სახეობებთან და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებისთვის მდგრადი სოფლის უზრუნველსაყოფად", ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, მისი მიზანი მავნებელთა ინვაზიური უცხო სახეობების გამოვლენა, მონიტორინგი და მათ წინააღმდეგ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბრძოლის მეთოდების დანერგვაა. პროექტი ფერმერებს თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებსა და ცოდნაზე წვდომას შესთავაზებს.
პროექტის ფარგლებში კლიმატისა და მავნებლების გამოვლენის სადგურები უნდა შეიქმნას, უნდა განვითარდეს სპეციალური მობილური აპლიკაცია, მომზადდეს ინვაზიური სახეობების გავრცელების რუკა და მინიმუმ 100 ფერმერი გადამზადდეს.
პროექტის ხანგრძლივობა 18 თვეა.