27 თებ 2026
ლითონის კონსტრუქციის უნებართვო სანახშირეები გამოავლინეს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის მიმდებარედ.
ასევე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მასალა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნახშირის უკანონო გამოწვის დროს ჰაერში მომწამვლელი ნივთიერება CO ვრცელდება, რაც მავნეა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის.