27 თებ 2026
სამართალდამცავებმა დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში დედა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენიმე გაისროლა, რა დროსაც ოჯახის წევრი დაჭრა. დაშავებული ქალი კლინიკაშია მოთავსებული.
პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ორი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ვაზნები ამოიღო.
გამოძიება ბრალდებულს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება. დანაშული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.