ვიზალიბერალიზაციის საკითხი - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

27 თებ 2026

დგას თუ არა საფრთხის წინაშე ვიზალიბერალიზაციის საკითხი - შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თავისუფლებასა და ვიზას შორის არჩევანის დროს, ქართველი ხალხი ყოველთვის თავისუფლებას ამჯობინებს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოფიციალური ბრიუსელი შანტაჟის ენით საუბრობს, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში დაადანაშაულა.