27 თებ 2026
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო საქართველოს განათლების მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს.
მათ შორის: სასკოლო ფორმას, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას, პირველკლასელთა რეგისტრაციას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას.